ეკონომიკის სამინისტროს შეთავაზება ბიზნესს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
903 30 იანვარი 2020, 10:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახლო მომავალში სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების მიზნით ბიზნესს 100 ახალ პროექტს შესთავაზებს, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გატარდება, როგორც პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ შემთხვევაში.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად მართვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალზე კარგი, ახალი იდეა. ეს არის სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით იგივე მიდგომა, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესისთვის. ბუნებრივი რესურსების მართვა  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალზე სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ეფექტიანი მართვა და ასევე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას. ეს მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა რესურსი ეფექტიანად უნდა ჩაეშვას ეკონომიკაში.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ყველა რესურსი, რომელიც დღეს არაეფქტიანად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტიანად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი პრივატიზება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი