522
07 თებერვალი 2022, 20:58
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეოთხე დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან ასპარეზობაში ჩაება სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური.
28 წლის მოთხილამურემ, რომელიც მისთვის მეოთხე თამაშებში მონაწილეობს და ამ მხრივ, საქართველოს რეკორდსმენიცაა, გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას ტრასა 1:04.49 წუთში გაიარა და 41-ე ადგილი დაიკავა. წიკლაურმა მეორე ცდას ცოტა მეტი - 1:05.38 წუთი მოანდომა და 35-ე ადგილი ერგო, ორი დაშვების ჯამში (2.09,87) კი 34-ე ადგილი დაიკავა.
საინტერესოა, რომ წიკლაურმა ვანკუვერის 2010 წლის თამაშებზე გიგანტურ სლალომში გამოსვლა უშედეგოდ დაასრულა, სოჭის 2014 წლის თამაშებზე კი 49-ე იყო. 46-ე იყო პიონჩანგის 2018 წლის თამაშებზე. ასე რომ, წიკლაურმა ოლიმპიურ სარბიელზე კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია.
საგულისხმოა, რომ ქალთა გიგანტურ სლალომში სტარტზე 82 მონაწილე წარსდგა, შეჯიბრება კი მხოლოდ 49 მათგანმა დაასრულა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |