ლევან იოსელიანი ტვ „პირველის“ ჟურნალისტებს - შალიკოს ჩემი და ალეკოს თავი ალანძღინეთ, ბევრი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მიეცით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
432 04 თებერვალი 2022, 15:10
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ტვ „პირველის“ თოქშოუს „პირველი ხაზი“ წამყვანებს გიორგი ნიორაძეს და ვიკა ბუკიას მიმართავს და აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილს მასზე და ალეკო ელისაშვილზე ბევრი დეზინფორმაციის და ბრალდების საშუალება მისცეს. 

 როგორც ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, წამყვანების „ობიექტური“ დუმილის შემდეგ, ნათელაშვილისთვის გულწრფელად გადახდილი მადლობა დააკლდა. 

 „ვუყურე თქვენს გუშინდელ ეთერს, სადაც შალიკოს ჩემი და ალეკოს თავი ალანძღინეთ, ბევრი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება მიეცით. თქვენი „ობიექტური“ დუმილის შემდეგ, მისთვის გულწრფელად გადახდილი მადლობა დამაკლდა მხოლოდ. არადა, მისთვის მხოლოდ ორი კითხვა უნდა დაგესვათ: 1. ვინაიდან ჩვენ, მე და ალეკო სუს-ის დავალებით პარლამენტში შევედით და შემდგომ სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით მთელი ოპოზიცია შემოგვყვა, უხერხულობას ხომ არ უქმნის ის ფაქტი, რომ თვითონაც იმავეს გაკეთებას აპირებს. 2. რამდენად სწორად მიაჩნია, ხალხის მიერ გადახდილი თანხიდან პარლამენტის წევრობაში აღებული 5 მილიონი დაფინანსება და 176 015 ლარი ხელფასი. მაშინ როცა პარლამენტში ერთხელ ფეხი არ შეუდგამს და არაფერი გაუკეთებია. მესმის, რომ რთულად მოსაფიქრებელი კითხვებია, მაგრამ არც თქვენ ხართ დამწყები ჟურნალისტები. წარმატებები "ობიექტურ" ჟურნალისტიკაში!“ - წერს ლევან იოსელიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი