522
30 იანვარი 2022, 18:33
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ტურნირის ფინალში მან მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი ხუთ სეტში დაამარცხა ანგარიშით 2:6, 6:7,6:4, 6:4, 7:5. შეხვედრა 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
35 წლის ნადალი ამ ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა. პირველად მან Australian Open-ი 2009 წელს მოიგო. მსოფლიოს მეექვსე ჩოგნისთვის ეს დიდი მუზარადის 21-ე მოგებული ტურნირი გახდა. ამ მაჩვენებლით მან ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს გაუსწრო.
ქალებს შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ეშლი ბარტი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |