ჩინეთში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
Reuters-ის ინფორმაციით, სულ ინფიცირებულია 34 პირი, რომელთაგანაც 13 სპორტსმენია, თამაშებში აპირებენ მონაწილეობას, დანარჩენი ინფიცირებულები კი პერსონალის წარმომადგენლები არიან.
ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს.
ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტით გადაიყვანეს და ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში ჰყავთ.
ამასთან, თამაშებთან დაკავშირებული თითოეული პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც, ყოველდღიურად იტესტებიან. სპორტსმენებს ოლიმპიადის ფარგლებში ოლიმპიური სოფლის დატოვება და ქალაქში გასვლა აკრძალული აქვთ. პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |