ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში 9 სპორტსმენი იასპარეზებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
641 27 იანვარი 2022, 18:27
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში - ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა  იასპარეზებს 9 სპორტსმენი.

საქართველოს ეოვნული ოლიმოიური კომიტეტის ინფორმაციით, პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

სეოკ-ის ინფორმაციით, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები არიან:

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).
2. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).
3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები). 
4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა,  სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).  
5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.
6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.
7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა. 

საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე - http://geonoc.org.ge/files/Niusebi/PDF/Ganrigi.pdf

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი