ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს მონაწილეობა უკრაინის პრობლემის გადაჭრაში ფეისბუქზე უკრაინის დროშის დაყენებით, კონცერტებით განისაზღვრება, მათ მწირ აზროვნებას, ან რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას აჩვენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 26 იანვარი 2022, 14:08

დღეს, რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე საქართველო დასავლეთის საკმაოდ აქტუალური პარტნიორია, რაც პირდაპირ გვაჩვენებს ჩვენს მნიშვნელობას საერაშორისო ჩართულობაში - ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს "კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში. გაიმართება შეხვედრა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან".ეს არის ერთის შეხედვით მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, რომლიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ დღეს, რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე საქართველო დასავლეთის საკმაოდ აქტუალური პარტნიორია, რაც პირდაპირ გვაჩვენებს ჩვენს მნიშვნელობას საერაშორისო ჩართულობაში.
რაც შეეხება იმ ტიპებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ საქართველოს მონაწილეობა უკრაინის (და ჩვენი) პრობლემის გადაჭრაში ფეისბუკ-ავატარზე უკრაინის დროშის დაყენებით, კონცერტებით და რაღაც უაზრო მოთხოვნებით (მაგ: გავგზავნოთ ჯარი და იარაღი) განისაზღვრება, უბრალოდ ან მათს მწირ აზროვნებას, ან რუსეთის წისქვილზე წყლის დასცმას აჩვენებს.” წერს გაბრიჭიძე facebook -ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი