შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი საჭიროც რომ არის და დროულიც, ამას ვიზიტის შედეგები მალე გვაჩვენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 26 იანვარი 2022, 13:45

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, ხოლო ოპოზიცია ზოგი უკრაინის დროშით შარფმოხვეული კეკლუცობს და ზოგიც უკრაინაში იარაღის გაგზავნას ითხოვს,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი აზრით, უმჯობესია ბრიუსელში, ნატოსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან გავმართოთ პირდაპირი შეხვედრები, ვიდრე რაღაც უაზრო პოპულიზმით დავკავდეთ, ვითომდა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთთან საომრად. აი, ეს გახლავთ ძირეული განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და გაკოტრებულ ოპოზიციას შორის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, ხოლო ოპოზიცია ზოგი უკრაინის დროშით შარფმოხვეული კეკლუცობს და ზოგიც უკრაინაში იარაღის გაგზავნას ითხოვს. ისე, ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და ომის შემთხვევაში, თვითონ რომ გაემგზავროს ოპოზიცია წინა ხაზზე და ერთხელ და სამუდამოდ, რომ ასროლინოთ კუდით ქვა რუსებს არა?! მოკლედ, ასე თუ ისე, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში საჭიროც რომ არის და დროულიც, ამას ვიზიტის შედეგებიც მალე გვაჩვენებს“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღეს შალვა პაპუაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს. ბრიუსელში გამგზავრებულ დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი