304
25 იანვარი 2022, 18:06
სწორედ იმის გამო, რომ დაიწყეს ამ საშინელი ფაქტის პოლიტიზაცია მათთვის ჩვეულ სტილში, ვერანაირ პროტესტს ვერ ააგორებენ - ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის გამართულ აქციებს ეხმიანება.
„ნაცები და მათი დანამატები როგორ გაუშვებდნენ ხელიდან მათთვის „ციდან ჩამოვარდნილ“ შემთხვევას - მეტროპოლიტენში პოლიციელების ძალადობას. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ დაიწყეს ამ საშინელი ფაქტის პოლიტიზაცია მათთვის ჩვეულ სტილში, ვერანაირ პროტესტს ვერ ააგორებენ. როდესაც თავად მოძალადე აპროტესტებს ძალადობას, სიყალბე ძალიან ცხადად ჩანს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |