ვიღაც აქტივისტების კეკლუცობა კამერებთან, სტიკერები უნდა გავაკრაო, ან ვიღაც პოლიტიკანების ჭინთვა სხვადასხვა გადაცემაში - ქვეყანა დაქცეულიაო, აღარ მოქმედებს და არც იმოქმედებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყალბია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 25 იანვარი 2022, 16:43

ქართული პოლიცია არასდროს აღარ იქნება ხალხის მტერი. ხალხის მტერი ისე, როგორც თქვენი „გულაობის“ დროს იყო. არ იქნება და თუ ვინმე არამზადა დანაშაულს ჩაიდენს, სახელმწიფო შესაბამის პასუხს გასცემს. არ არის ხალხი ისე, როგორც გინდათ რომ იყოს. ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და ახსოვს, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციას.

„როცა შსს-ს წინ ამ ე.წ. აქტივისტების და ოპოების აქციას მოვკარი თვალი და ხალხის გამოსვლაზე მათი მოწოდებები გავიგონე, დათა თუთაშხიას და რაჟა სარჩიმელიას დიალოგი გამახსენდა: - დათა ბატონო მტერი გვყავს ორივეს ერთი და ერთად რომ მივადგებოდეთ აჯობებს მგონია მე. - წადი რაჟა ბიძიკო სახლში. დიახ ხალხზე „მზრუნველო“ აქტივისტ-ოპოებო. წადით სახლში და დაიმახსოვრეთ, რომ ქართული პოლიცია არასდროს აღარ იქნება ხალხის მტერი. ხალხის მტერი ისე, როგორც თქვენი „გულაობის“ დროს იყო. არ იქნება და თუ ვინმე არამზადა დანაშაულს ჩაიდენს, სახელმწიფო შესაბამის პასუხს გასცემს. არ არის ხალხი ისე, როგორც გინდათ რომ იყოს. ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და ახსოვს. ამიტომ ვიღაც აქტივისტების კეკლუცობა კამერებთან სტიკერები უნდა გავაკრაო, ან ვიღაც პოლიტიკანების ჭინთვა სხვადასხვა გადაცემაში - ქვეყანა დაქცეულიაო, აღარ მოქმედებს და არც იმოქმედებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყალბია. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ძალიან ამაზრზენი დანაშაული მოხდა. მოხდა და პასუხიც გაეცა. ის ორი არამზადა დაკავებულია. მუხლი გადაკვალიფიცირებული და რაც მთავარია ხალხი, საზოგადოება ბოლომდე აკონტროლებს მოვლენების განვითარებას. ასე რომ ტყუილად ნუ იჭაჭებით. არ გამოვა თქვენგან არც „მზრუნველი“ და ვერც „რევოლუციას“ ვერ ააგორებთ. ჰოდა - წადით ბიძიკო სახლში და თქვენს თავს მიხედეთ“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი