404
22 იანვარი 2022, 15:07
ზაზა მარიდაშვილი საქართველოში არსებულ პოლიტიკური პარტიების საქმიანობას აფასებს. მისი თქმით ქვეყანაში 238 მოქმედი პოლიტიკური პარტიაა და გაუგებარია რა განსხვავებული იდეოლოგია გააჩნიათ, რომ გამართლებულად ჩაითვალოს მათი არსებობა.
როგორც მარიდაშვილი წერს პარტია, რომელიც არჩევებში ხმების ერთ პროცენტს იღებს ამ პარტიის თავმჯდომარე თანამდებობას უნდა ტოვებდეს და ამის მაგალითად შალვა ნათელაშვილი მოჰყავს, რომელიც უკვე მესამე ათეული წელია პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში 238 მოქმედი პოლიტიკური პარტიაა; ყოველი პარტია უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი; თავად იდეოლოგია არის იდეების, შეხედულებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანების გარკვეულ ჯგუფში მიღებულ ნორმად, სახელმძღვანელო იდეებად არის აღიარებული. ძალიან მაინტერესებს ამ 238 ქართულ პარტიას რა ისეთი განსხვავებული იდეოლოგიები გააჩნიათ, რომ მათი არსებობა გამართლებულად ჩავთვალოთ; თუ პოლიტიკური მოღვაწეობა გსურს - მოიძიე შენს ხედვებთან ახლოს მდგომი პარტია, გაწევრიანდი და იქნებ პარტიის იერარქიაშიც დაწინაურდე; თუმცა, სწორედ აქ არის ჩამარხული ძაღლის თავი, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ავხსნათ საქართველოში ასეულობით პარტიის არსებობა; მივადექი მთავარ სათქმელს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოქმედ პარტიებში კომუნისტური რეჟიმის აჩრდილი სუფევს - მარადიული ლიდერებით, არარეალიზებული ამბიციებით და საკუთარი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალებების ასევე წარუმატებელი მცდელობებით. ამის საუკეთესო მაგალითია შალვა ნათელაშვილი, რომლის პარტიაც მუდმივად აუტსაიდერის როლში იმყოფება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს პერსონა თითქმის მესამე ათეული წელია პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. პარტია, რომ არჩევნებში ხმების ერთ პროცენტს აიღებს - ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს, ამისთვის მას თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს, თუ არ გადადგება, პარტიაში არჩევნები უნდა დაინიშნოს და დემოკრატიული წესით ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს....მაგრამ, სწორედ ამაშია საქმე, ნათელაშვილისნაირი ,,პოლიტიკოსებისთვის“ დემოკრატია მისაღებია მხოლოდ პარტიის გარეთ, ოღონდ არა საკუთარ პარტიაში... ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, თორემ საქართველოს უახლესი ისტორია და აწმყო არაერთ ასეთ ,,ლიდერს“ იცნობს, რომელიც პარტიის წარუმატებლობას მუდმივად სხვას აბრალებს, ხალხის ნდობით მოსარგებლე პარტიების ჩაჩოჩებას და მის მაგვარ 1, 2 და 3 პროცენტიანი პარტიების აღზევებას ქადაგებს; უნდა ენდოს თუ არა საზოგადოება ასეთ პოლიტიკოსებს? არა და არც ენდობა!“- წერს ზაზა მარიდაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |