ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
471 19 იანვარი 2022, 16:02

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. როგორც გაბრიჭიძე წერს, სტატია შეკვეთილია, მის ავტორს კი დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ.

„დავიწყებ იმით, რომ დღეს ყველამ ვიცით, თუ როგორ კეთდება როგორც შეკვეთილი სიუჟეტები, ასევე შეკვეთილი სტატიები. დიახ, სწორედაც რომ „კეთდება“ და ამ ყველაფრის გამოცდილება ე.წ. კრიტიკულმა, ანუ „ნაცმედიამ“ შეგვძინა. რაღა დაგიმალოთ და თუ ადრე საზოგადოება გარკვეული ინტერესით უყურებდა ვითომდა სკანდალურ სიუჟეტებს, რომელთა სიმრავლითაც ეს ე.წ. ტელევიზიები ყოველთვის „მარიაჟობდნენ“, მაგრამ როგორც ნათქვამია „ქურდს ქუდი ეწვისო“ და ამ „ჟუუურრრრნალისტებს“ იმდენჯერ დაეწვათ ისედაც დაცხავებული ქუდები, რომ ხალხი მათს „ექსკლუზივებს“ როგორც ცუდად შესრულებულ კლოუნადას ისე უყურებს.

ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება“,- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი