მან პირდაპირ შეუთვალა ზელენსკის 17-ში მოვდივარ და ყველა ბრალდებას თავად გავცემ პასუხსო. ნამდვილად არ ვიცი, როგორ არის მომზადებული ან ბრალდების, ან დაცვის მხარე, მაგრამ ის ნაბიჯი რაც პოროშენკომ გადადგა, გაცილებით ღირსეულია, ვიდრე არაჟნით სავსე კონტეინერით შემოპარვა.” - ასე აფასებს ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების საკითხს.
როგორც გაბრიჭიძე წერს, პოროშენკოს დაბრუნება უკრაინაში ბევრად ღირსეულია, მიუხედავად მისი ბრალდებისა, ვიდრე არაჟნით სავსე კონტეინერით ქვეყანაში შემოპარვა. ,
,ყოველგვარი ისტორიულ-ლიტერატურული შედარებების გარეშე ვიტყვი, რომ პოროშენკო, რომელსაც პირდაპირ ედება ბრალი სამშობლოს ღალატში ბევრად უფრო ვაჟკაცი აღმოჩნდა, ვიდრე მის მიერ დანიშნული ოდესის ყოფილი გუბერნატორი. მან პირდაპირ შეუთვალა ზელენსკის 17-ში მოვდივარ და ყველა ბრალდებას თავად გავცემ პასუხსო. ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორ არის მომზადებული ან ბრალდების, ან დაცვის მხარე, მაგრამ ის ნაბიჯი რაც პოროშენკომ გადადგა, გაცილებით ღირსეულია, ვიდრე არაჟნით სავსე კონტეინერით შემოპარვა, რომელიც ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, "თანამედროვე აღმაშენებელს და ჯორჯ ვაშინგტონს", ნამდვილად არ ეკადრება. და ბოლოს - სამწუხაროდ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკოს სიტყვა, რომელსაც ის სასამართლოზე წარმოთქვამს, ბევრად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ოდესის ყოფილი გუბერნატორისგან მოვისმინეთ.” - წერს გაბრიჭიძე facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |