337
12 იანვარი 2022, 12:54
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის დამოუკიდებლობაზე და რომ ხელისუფლება არ ერევა მათ საქმიანობაში.
„სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ასე გადაწყვიტა სასამართლომ და რა ვქნათ? ცალკე პროკურატურა აპირებს გასაჩივრებას და ცალკე ხაზარაძე-ჯაფარიძე. აბა ახლა წარმოვიდგინოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, როგორ გადაწყდებოდა ეს საკითხი? კიდეც დაიჭერდნენ, და ნაცემ-ნაბეგვებს მთელი ქონებაც გადაცემულ-გადაფორმებული ექნებოდათ უკვე ხელისუფლებისათვის, რა თქმა უნდა „ნებაყოფლობით!!"... ის დროა, როცა სასამართლო ხელისუფლება, მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, და ხელისუფლება, რომ მის საქმიანობაში არ ერევა ესეც ფაქტია, და თუ ეს არ მოსწონს ვიღაც ვიღაცებს, არ ვიცი... ისე, რომ დაეჭირათ, ჩვენში დარჩეს და რა ამბავს ატეხდნენ, ცალკე ოპოზიცია, და ცალკე ზოგიერთი სულსწრაფი ელჩი: “პოლიტიკური დევნა“, „პოლიტიკური მართლმსაჯულება“, „ძირგამოთხრილი დემოკრატია“, და ათასი სისულელე, ახლა კი უცბად იმ სასამართლომ, რომელსაც თქვენ დამოუკიდებლობას უწუნებთ, დიდი პენალტი დაგირტყათ კარში- არავითარი პოლიტიკური დევნა-უბრალოდ ეს ხალხი თაღლითები არიანო!“- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |