ერეკლე დეისაძე: სააკაშვილზე ხუმრობას ვინც გაბედავდა, ფეისბუქ-ჟანდარმერია დაგეშილი თავს ესხმოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 11 იანვარი 2022, 10:43

ორი კვირის უკან, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხუმრობას გაბედავდა, ფეისბუქ-ჟანდარმერია დაგეშილი ესხმოდა თავს ჰუმანიზმის მოტივით, „ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას და რეებს წერო” იგივე ხალხმა დღეს მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა, იმიტომ რომ ღვარძლიანი კაცი იყო და სიძულვილს ავრცელებდაო, - ამის შესახებ Facebook-ზე მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე წერს.

„როგორი მოგონილებიც ხართ თავიდან ფეხებამდე, ზუსტად ისეთივე მოგონილია თქვენი ფასეულობები, მერე თქვენივე ისტერიკის პირისპირ მარტო რჩებით და უმწეობისგან გული გიღონდებათ, როცა აღმოაჩენთ რომ არც ისეთი ძლიერები ყოფილხართ, როგორც გაჯერებდნენ.

გაჯერებდნენ რადგან შენგან არა ღირსეული მოქალაქე, არამედ პარტიული მონსტრი, ე.წ. საზარბაზნე ხორცი მიეღოთ. რომელსაც ეგოზე მოფერებით, მეხსიერებას წაუშლიან და მათთვის სასარგებლო პარტიულ რუპორად აქცევენ.

მიიღეს კიდევაც ე.წ. ნუგეშდაკარგული და ნიჰილიზმში გადავარდნილი ბაბლი , რომელსაც ყველაფერი წაართვეს და ერთადერთი იარაღი დაუტოვეს, ფეისბუქ-ემოჯებით ბრძოლა.. ხილულ და უხილავ მტრებთან.
გარკვეული კატეგორია კომიკურობის იმ ზღვარზეც მივიდა. „მაშინებენ“ - შენს მუსიკას აღარ მოვუსმენთო.
ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც პირველ წიგნში გამბედაობას და პროვოკაციას მიწონებდა, მაგრამ ახლა ჩემში ვეღარ ხედავს იმავეს, რადგან მათი თვალთახედვის არეალს მოვწყდი, იმ დღის წესრიგს გამოვეთიშე, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია.

მაგალითად, როცა პარლამენტის წინ „ნარკოპოლიტკას“ ვაპროტესტებ ან პროპორციულ არჩევნებს ვითხოვ, მაშინ ჩემი ნიჭი აშკარაა. საკმარისია ჰესის აშენების წინააღმდეგ პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი უნიჭობა ცხადი ხდება. რთული საყურებელია, ბულინგის შიშით ჩაგუბებული პირები. ვაი და ბაბლიდან ვინმემ არ მოგკვეთოთ და მარტო არ დარჩეთ. მესმის რომ რთულია „ტუსოვკის“ დაკარგვის შიში, მაგრამ ხალხი უფრო დიდ რამეებსაც კარგავს, მაგის გარეშე ცხოვრებაში არაფერი გამოდის”, - წერს დეისაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი