დავით ქართველიშვილი გია ხუხაშვილზე: ღვარძლს რომ ვერ იკავებ და უსაქმური ჭორიკანასავით „პოლიტოლოგობ“, ცოტა არ იყოს ტეხავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 04 იანვარი 2022, 18:44

ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერია და ამ პოსტზე მორგებულ ფუნქციას მშვენივრად უმკლავდება და ნაცებსაც უსრულებს, მათ მეკავშირეებს და ოცნებაზე დაბოღმილ ამა თუ იმ ფინანსურ ნაკადების კალაპოტებში ვერმოხვედრილ ფულის მონებსაც, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც გია ხუხაშვილის ფეისბუქ სტატუს ეხმიანება.

„რისი ექსპერტი ხარო, უკითხავთ ერთხელ - და ძალიან რთული შეკითხვა დამისვითო, დაფიქრებულა. არც ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით შემხვედრია სადმე, არა და ანალიტიკურ დანაყოფებში 2002 წლიდან ვმუშაობ და მეცოდინებოდა. აი მესამე ნიშა ნამდვილად ათვისებული აქვს - დაბოღმილ ვერცხლისმოყვარე ჭორიკანების. 2013 წლისთვის წარმოსახვაში ოქროს პირამიდა რომ გექნება უკვე აგებული და საპნის ბუშტივით რომ გაგისკდება, მაგრამ ვერშემდგარი „გევურქ გევურქოვის“ სინდრომი და არშემდგარი „სახლების მეპატრონის“ ფანტომური ტკივილები რომ გაწუხებს დღემდე - ღვარძლს რომ ვერ იკავებ და უსაქმური ჭორიკანასავით „პოლიტოლოგობ“, ცოტა არ იყოს ტეხავს.

ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერია და ამ პოსტზე მორგებულ ფუნქციას მშვენივრად უმკლავდება და ნაცებსაც უსრულებს, მათ მეკავშირეებს და ოცნებაზე დაბოღმილ ამა თუ იმ ფინანსურ ნაკადების კალაპოტებში ვერმოხვედრილ ფულის მონებსაც. ფულის სუნზე დაგეშილები კი ყველაში გულისრევას იწვევენ, ნაცებშიც და ქოცებშიც და იმ ბიზნესმენებშიც, რომლებსაც თავის ჭკუაში „პალაჟენიას“ უყენებდა პიქსელში კარდინალივით რომ იჯდა...” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გია ხუხაშვილმა ირაკლი კობახიძის შესახებ „ფეისბუქზე“ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი