367
29 დეკემბერი 2021, 14:23
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან მნიშვნელოვანი საკითხები გაჟღერდა.
„ძალიან კარგია, როდესაც წარდგენის პირველივე დღეს, საზოგადოებისთვის, სწორ განცდებს ქმნი... განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ აფხაზურ და ოსურ წარმომადგენლობაზე, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებაზე, შიდა სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებზე დასვა აქცენტები შალვამ... თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც შიდა საპარლამენტო ცხოვრების პერსპექტივაა, რომელმაც ქართული პოლიტიკა სწორ, სტაბილურ გზაზე უნდა დააყენოს. პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად, აუცილებელია, ჰქონდეს სტრატეგიული პოლიტიკური ხედვა... წარმატებები ახალ თავმჯდომარეს...“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |