მნიშვნელოვანია მივხვდეთ, რომ გაზრდილი ფასები დროებითი მოვლენაა და დაძლევადია,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ წინა წლებში, საშუალოდ 10 წელი რომ ავიღოთ, გვქონდა ყოველთვის საკმაოდ დაბალი ინფლაცია. შეიძლება ეპიზოდურად რომელიმე იმპორტულ პროდუქტზე ფასი გაზრდილიყო, მაგრამ ფასების მაღალი ზრდა ზოგადად არ იყო. 2020-2021 წლებში 3-4%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი გასამმაგდა პანდემიის გამო. არაფერი სხვა განსხვავებული ამ წლებში არ მომხდარა. პანდემიის დაძლევასთან ერთად დაძლევადია ინფლაციაც და ეს არ არის ფუნდამენტალური გარემოებებით, ეკონომიკის სიჯანსაღის ნაკლებობით ან სტრუქტურული პრობლემებით გამოწვეული. ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი. მნიშვნელოვანია მივხვდეთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და დაძლევადია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |