331
20 ნოემბერი 2021, 14:54
მეგრელიშვილი ეხმიანება მარიამ გეგუჩაძის მიერ სოციალურ ქსელში დაორგანიზებულ ღონისძიებას, რომლის მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის მდგომარეობის შესწავლა და სადმე შორს გადაყვანაა და რომელსაც სახალხო დამცველი შეუერთდა.
„სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ძლიერი და ფართო მანდატი დაიცვას თითოეული მოქალაქე.
ქართულ რეალობაში სახალხო დამცველის მიმართ საზოგადოების უმრავლესობას უნდობლობა და უარყოფითი განწყობები აქვს რასაც თავისი ახსნა გააჩნია -
მიზეზი პირველი- მას როგორც სახალხო დამცველს არ გააჩნია საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და არ არის თანამშრომლობისთვის ღია;
მიზეზი მეორე - მას როგორც სახალხო დამცველს აკლია პროფესიონალიზმი;
მიზეზი მესამე- მას როგორც სახალხო დამცველს აკლია გულისხმიერება - აკლია რიგითი ადამიანების პრობლემების და გამოწვევებისადმი თანაზიარობა, ის არ აღძრავს ხალხში ნდობასა და კეთილგანწყობას;
მიზეზი მეოთხე - ის სამუშაო პროცესში არ იცავს თანასწორობის პრინციპს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებზე საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს;
არის მკვეთრად პოლიტიზირებული და მეტსახელად "პარტიულ დამცველს უწოდებენ".
ახლახანს მარიამ გეგუჩაძის დაორგანიზებულ ღონისძიებას შეუერთდა რომლის მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის მდგომარეობის შესწავლა და სადმე შორს გადაყვანაა.
სახალხო დამცველი საკუთარ პროფესიაში მოკლებულია ასე ცალსახად პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ადამიანების, პოლიტიკოსების გარჩევასა და მათ დამცირებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ქართულ რეალობაში კი სახალხო დამცველი ამ ყველაფრის პირველი "დამლაიქებელ" წამქეზებელი აღმოჩნდა“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |