ნათია თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პაკეტი და პროექტი მოამზადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
650 15 ნოემბერი 2021, 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პაკეტი და პროექტი მოამზადა, რომლებზეც მუშაობა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიმდინარეობს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პრემიერ-მინისტრთან მთლიანად ეკონომიკური გუნდი ვიკრიბებით, გავდივართ და ვაახლებთ იმ პროგრამებს და საინვესტიციო შეთავაზებებს, რომლებიც დაგვიგროვდა. ორი დღის წინ განვიხილეთ 40-მდე მსხვილი საინვესტიციო შეთავაზება, მათ შორის სრულიად ახალი პროექტები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აქედან 28 პროექტი - ეს არის ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურისტული დასახლებები. ნათია თურნავას თქმით, საუბარი შეეხება არა რომელიმე, ერთი ან ორი ობიექტის განვითარებას, არამედ სრულიად ახალი ტურისტული რაიონების, დასახლებების შექმნის პროექტს. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მომავალ წელს მთავრობა აქტიურად იმუშავებს, რისთვისაც 2022 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები აისახება.

ლოგისტიკა და ენერგეტიკა ის სფეროებია, სადაც ეკონომიკური გუნდი ასევე მუშაობს საინვესტიციო პროექტების მიმართულებით. ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე პაკეტშია წმინდა ინდუსტრიული პროექტებიც, საერთო ჯამში საინვესტიციო პაკეტის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

„ასევე ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართულებით, მათ შორის IT ინდუსტრიის კუთხითაც ბევრი სიახლე გველოდება. ახლა რთული იქნება საინვესტიციო პაკეტის ღირებულების განსაზღვრა, თუმცა ვიტყვი, რომ მხოლოდ ლოგისტიკასა და ენერგეტიკაში ჯამში არის 5 მლრდ დოლარზე მეტის საინვესტიციო პაკეტი, ამას დაემატება ტურისტული პროექტები და დასახლებები. იმისთვის, რომ ზუსტი ბიუჯეტი ვიცოდეთ, უნდა ჩატარდეს წინასწარი კვლევა, რისთვისაც გამოყოფილი გვაქვს შესაბამისი სახსრები“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი