2019 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1023 07 ოქტომბერი 2019, 15:51

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები  დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე  განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას დღეს უკან დაუბრუნდებაირაკლი კოვზანაძის თქმით, შენიშვნებიდან ერთ-ერთი ეკონომიკური ზრდის პარამეტრს ეხება, რომელიც შენარჩუნებულია 4.5 %-ის დონეზე, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში უფრო მაღალი 5-პროცენტიანი მაჩვენებელი ფიქსირდებაკიდევ ერთი შენიშვნა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს უკავშირდება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა 92,8 მილიონი ლარით იზრდება და 2 965,5 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელების - 223,1 მილიონი ლარით. განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მილიონი ლარით იზრდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მილიონი ლარით, შსს-ს დაფინასება 25 მილიონით. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი დამატებით 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა
I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"
ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არქივი