„ნაცმოძრაობის“ ჯალათები პოლიტიკური ოპონენტების შვილების წყევლა/გინების რეჟიმიდან, მათ საცხოვრებელ სახლებზე პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 13 ნოემბერი 2021, 14:30

„ნაცმოძრაობის“ ჯალათები პოლიტიკური ოპონენტების შვილების წყევლა/გინების რეჟიმიდან, მათ საცხოვრებელ სახლებზე პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ, გლდანის ციხის თანამშრომლის საცხოვრებელ სახლთან გაკეთებულ მუქარის შემცველ წარწერებს.

ქალბატონო ნინო ლომჯარია. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი კორპორაცია ვერ ისვენებს. საკუთარ პოლიტიკურ მარცხს ვერ ეგუება, ქვეყნის საკონსტიტუციო კალაპოტში დაბრუნება არ სურს. თქვენ და თქვენი ორგანიზაცია, სამწუხაროდ, აგულიანებთ და აქეზებთ მათ - ამას კი უკვე დანაშაულის მომზადებაში თანამონაწილეობა ჰქვია.

ნაცმოძრაობის ჯალათები, თავისი პოლიტიკური ოპონენტების შვილების წყევლა/გინების რეჟიმიდან, მათ საცხოვრებელ სახლებზე პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ. არც წინა 9 წლის, არც მომდევნო 9 წლის განმავლობაში - რაც არ უნდა გამწარებული ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობა სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, ახალაიაზე, ქარდავაზე, კოდუაზე, უბირიაზე და ა.შ. - ელემენტარული ადამიანობის, ქართველობის, ქრისტიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, არავის მოსვლია თავში მათ საცხოვრებელ სახლებთან, მათი შვილებისათვის მათ მართლაც რომ ჯალათი მამების თაობაზე გზავნილების დატოვება, მათი ლანძღვა, გინება, წყევლა თუ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩაგდება.

ქალბატონო ნინო ლომჯარია - ნუ გადააყოლებთ პარტიულ და იდეოლოგიურ ვალდებულებებს ამ ცეცხლთან სახიფათო თამაშს. ერთხელ მაინც შეუდექით თქვენს, კონსტიტუციით მინიჭებელ, მოვალეობების შესრულებას და წერტილი დაუსვით ამ „კუ-კლუქს-კლანის“ თარეშს საქართველოში. ან საკუთარი თავიც გამოაცხადეთ ამ სახელმწიფოში კანონგარეშე მოთამაშედ - ჩვენ ამასაც გაგებით მოვეკიდებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი