ვლადიმერ ბოჟაძე ნინო ლომჯარიას: იქნებ დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
425 13 ნოემბერი 2021, 13:37

იქნებ დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უხეშ და ამაზრზენ ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, ახლა რევანშისთვის იბრძვის. სახალხო დამცველი ხარ და ყველას უფლებების დაცვა გევალება, - ასე მიმართავს, თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტომასალას, სადაც მუქარის შემცველი წარწერებია გაკეთებული საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში.

როგორც ბოჟაძე წერს, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება.

,,ნინო ლომჯარია, იქნებ დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უხეშ და ამაზრზენ ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, ახლა რევანშისთვის იბრძვის. სახალხო დამცველი ხარ და ყველას უფლებების დაცვა გევალება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა, ვინც ბედავს ამ სიბინძურეს, იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონის ფარგლებში ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს - შეწყვიტეთ ადამიანებზე ძალადობა, ბულინგი და შეურაცხყოფა, ნუ ძაბავთ ხელოვნურად სიტუაციას, არ გასცდეთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მიიღებთ უმკაცრეს პასუხს!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი