730
11 ნოემბერი 2021, 23:36
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივარი გაახარა. შვედეთთან მატჩში გუნდს ზურაბ ხიზანიშვილმა უხელმძღვანელა – მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს, ორი ყვითელი ბარათის გამო, დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართა. 8 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |