საქართველოს ეკონომიკისთვის უკეთესია, რაც მეტი გზა იქნება კეთილმოწყობილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
956 14 იანვარი 2020, 18:40

იმედია, ეს აღარ განმეორდება, მაგრამ თუ რუსეთი გადაწყვეტს სამხედრო ინტერვენციას, ამისთვის მაინცდამაინც ასფალტიანი გზა არ დასჭირდება ,- ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ მამუკა ხაზარაძის განაცხადების პასუხად განაცხადა. 

კობერიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რაც მეტი გზა იქნება კეთილმოწყობილი, ქვეყნის ეკონომიკისთვის უკეთესია.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მის საზღვრებს შიგნით, რაც უფრო მეტი გზა იქნება გაკეთებული და კეთილმოწყობილი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უკეთესია. იმედია, ეს აღარ განმეორდება, მაგრამ რუსეთის ჯარს, სამწუხაროდ, თუკი გადაწყვეტს სამხედრო ინტერვენციას, ამისთვის მაინცდამაინც ასფალტიანი გზა არ დასჭირდება“ ,- განაცხადა ლევან  კობერიძემ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „სახელმწიფოს პოლიტიკაა, მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ, ამას მოწმობს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის დაფინანსება, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი