სტატიები
საბედისწერო შეცდომები: „შემთხვევით“ ჩამოგდებული თვითმფრინავების ისტორიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1077 11 იანვარი 2020, 21:53

ირანში უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ВВС იმ ჩამოგდებული თვითმფრინავების ისტორიებს გადაავლო თვალი, რომელიც „შემთხვევით“ ჩამოაგდეს. 

უკრაინის საერთაშორისო ავიაკომპანიის სამგზავრო Boeing 737, რომელიც ოთხშაბათს თეირანი-კიევის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, აფრენიდან 2 წუთში ჩამოვარდა. ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ირანის ძალოვანებმა ჩამოაგდეს. იქვე ოფიციალურმა პირებმა დასძინეს, რომ ეს „ადამიანური შეცდომა“ იყო. ეს მაშინ მოხდა, როცა ირანმა შურისძიების მიზნით ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა დაიწყო. კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერალი სოლეიმანი ააფეთქა. თეირანმა მაშინ დაიფიცა, რომ ვაშინგტონზე შურს იძიებდა და ბაზების დაბომბვა დაიწყო.

​1973: Boeing 727 - ეგვიპტე

ლიბიის არაბული ავიახაზების Boeing 727-224 თვითმფრინავი - ისრაელის საჰაერო ძალების მებრძოლების თავდასხმის შედეგად - ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქ ისმაილის მიმდებარედ ჩამოვარდა. ეს მოხდა

თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ტრიპოლი-ბენგაზი-კაირო- ალექსანდრია- ბაჰრეინი. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ცხრა წევრი და 104 მგზავრი. სიკვდილს მხოლოდ ერთი მფრინავი და ოთხი მგზავრი გადაურჩა.

ლაინერი კაიროს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, თუმცა, ნავიგაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, თვითმფრინავმა კურსი დაკარგა და დასაფრენი ბილიკი ვერ იპოვა, შედეგად Boeing სინაის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელიც იმ დროს ისრაელს ჰქონდა დაკავებული.

თვითმფრინავის სიგნალი რადარებმა დააფიქსირეს. ისრაელის ძალოვანებმა გაფრთხილების მიზნით გაისროლეს და ეკიპაჟს დაშვება უბრძანეს. მაგრამ სამხედრო სიგნალები სამოქალაქო თვითმფრინავის მფრინავმა არასწორად გაიგო, ამიტომაც, დასაფრენი ბილიკისკენ კი არ წავიდა არამედ, კურსი დასავლეთისკენ აიღო,რ აც უკვე სამხედრო პირებმა გაიგეს როგორც გაქცევა, რასაც სროლაც მოჰყვა.

ისრაელმა სამხედროების მოქმედება უსაფრთხოებას დაუკავშირა, როგორც ითქვა, მათ თვითმფრინავი გატაცებული ეგონათ, მოგვიანებით, ბოინგის ეკიპაჟის გადარჩენილმა წევრმა თქვა, რომ ისინი გვიან მიხვდნენ რომ ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, ლაინერი სინაის ნახევარკუნძულზე ლიბიასა და ისრაელს შრის გართულებული ურთიერთოების გამო არ დასვეს. 

ისრაელი საქციელი საერთაშორისო სამგზავრო ავიაციის 30 ქვეყანამ დაგმო, ისრაელს გარდაცვლილი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწია. 

1978 წელი: Boeing 707 კარელია

20 აპრილს საბჭოთა სამხედროებმა კორეის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სამგზავრო ლაინერის რეისი გახლდათ პარიზი-ანკორიჯი-სეული. კურსისგან გადახრა ნავიგაციის შეცდომების გამო მოხდა, შედეგად ის კოლის ნახევარკუნძულზე აღმოჩნდა, რითაც საბჭოთა კავშირის საჰაერო საზღვარი დაარღვია.

საბჭოთა კავშირმა ის სადაზვერვო ლაინერად მიიღო და მისი ჩამოგდების ბრძანებაც დაუყოვნებლივ გასცა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ჩინოვნიკებს მოახსენეს, თვითმფრინავი სამგზავროა და შეგვიძლია გავუშვათო, საკუთარ დაზვერვასაც არ ენდნენ. 

გამანადგურებელმა ლაინერის ძრავა და ფრთები გამოიყვანა წყობიდან, შედეგად თვითმფრინავი იძულებული გახდა კარელიაში გაყინულ ტბაზე დაეშვა.  

მოგვიანებით ლაინერის კაპიტანმა განმარტა, რომ როცა მას გამანადგურებელი მიუახლოვდა, 

გემის კაპიტნის ჩვენების თანახმად, სამხედრო თვითმფრინავი მას მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა და არა მარცხენა მხრიდან, როგორც ამას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესები ითხოვს. კაპიტანმა განაცხადა, რომ მან სიჩქარე შეანელა და სანავიგაციო სანათებით სამხედრო ობიექტს სიგნალი მისცა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ იგი მზად იყო მას გაჰყოლოდა.

საბჭოთა მხარე კი ირწმუნებოდა, რომ ეკიპაჟმა არცერთ მათ მოთხოვნას არ უპასუხა, შემდეგ კი დაშვების სიგნალებზეც არ რეაგირებდა. 

იერიშის შედეგად დაიღუპა ორი მგზავრი იაპონელი და კორეელი. დანარჩენი 95 მგზავრი, 12 კაციან ეკიპაჟთან ერთად გარკვეული დროის შემდეგ ჰელსინკში გადაიყვანეს.  

საბჭოთა კავშირი კი იტყობინებოდა, რომ ეკიპაჟმა აღიარა საბჭოთა საჰაერო სივრცის დარღვევა და შესაბამისი სიგნალებიც დააიგნორეს. ბოლოს მათ საბჭოთა პრეზიდიუმს შეწყალებით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა. 

​თუმცა, სახლში დაბრუნებულმა პილოტებმა შეწყალების თხოვნა უარყვეს. 

საბჭოთა კავშირმა მაშინ სამხრეთ კორეას 100 ათასი დოლარი (ახლა ეს თანხა 400 ათასი დოლარის ეკვივალენტურია) მოსთხოვა მგზავრების მომსახურებისთვის. კორეამ ეს თანხა არ გადაიხადა და არც თავად განაცხადა ინციდენტზე რაიმე სახის პრეტენზია. მაშინ მათ შორის დიპლომატიური კავშირები არ იყო.

კორეამ დაზიანებული თვითმფრინავიც კი არ გაიყვანა საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან, საბოლოოდ ის დაშალეს ნაწილებად.   



1983 წელი: Boeing 747 - სახალინი

კორეის ავიახაზების თვითმფრინავი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1983 წელსაც ჩამოაგდეს. Boeing 747 რეისი იყო ნიუ-იორკი-ანკორიჯი-სეული, ლაინერის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 23 წევრი და 246 მგზავრი.  

დაუდგენელი მიზეზების გამო, თვითმფრინავმა კურსი შეცვალა და წყნარი ოკეანის ნეიტრალურ წყლებზე ფრენის ნაცვლად, მარჯვნივ გადახრა დაიწყო. ითვლება, რომ ეს მოხდა ავტოპილოტის არასათანადო ინსტალაციის გამო. შედეგად ბოინგმა კამჩატკას გადაუფრინა და სახალინის კუნძულზე მოხვდა. იქ მას დააკავეს საბჭოთა სუ-15 მებრძოლი. იქ მას სამხედრო გამანადგურებელი Су-15 დაახვედრეს. 

კორეის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა. ლაინერი სახალინთან იაპონის ზღვაში ჩავარდა, კუნძულ მონერონთან ახლოს. ყველა ვინც, ბორტზე იმყოფებოდა დაიღუპა. სამაშველო ჯგუფებმა თითქმის ვერავის ცხედარი ვერ აღმოაჩინეს, ვისიც იპოვეს, მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელი იყო. ზღვაში მხოლოდ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი და პირადი ნივთები მოიძებნა. 

ბოინგის ჩამოგდება ღამით განხორციელდა. საბჭოთა კავშირი აქაც ირწმუნებოდა, რომ ლაინერის ეკიპაჟი მოთხოვნებსა და სიგნალებზე არ რეაგირებდა.  

საბჭოთა კავშირში განაცხადეს, რომ ეს ამერიკის მხრიდან განხორციელებული წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მათი მტკიცებით, ვაშინგტონს სურდა გაეგო როგორია საბჭოთა კავშირის საბრძოლო რეაქციები და მომზადება. საბჭოთა კრემლში ივარაუდეს, რომ თეთრ სახლს შესაძლოა ომის პროვოცირებაც სურდა.  

ეს ინციდენტი ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი იყო.  


1988 წელი: A300 სპარსეთის ყურე 

კატასტროფა, რომელმაც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - 290 - სპარსეთის ყურეში მოხდა. 

ირანის ავიახაზები ასრულებდა რეისს თეირანი-ბენდერ-აბასი-დუბაი. ბანდერ-აბასის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ შვიდ წუთში თვითმფრინავი სპარსეთის ყურეში რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკული სარაკეტო კრეისერ Vincennes ისროლეს.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ირანის ავიაკომპანია შეცდომით ირანის გამანადგურებლად მიიღეს. ამერიკულმა მხარემ განმარტა, რომ ჩამოგდებამდე, ეკიპაჟთან დაკავშირებას ათჯერ მაინც შეეცადნენ, თუმცა, უშედეგოდ მათ არც სამოქალაქო და არც სამხედრო სიხშირეზე არ უპასუხეს.  

საწინააღმდეგოს აცხადებდნენ თეირანში. ირანი ირწმუნებოდა, რომ თვითმფრინავი აგზავნიდა სიგნალს, რომელის მეშვეობითაც გასაგები უნდა გამხდარიყო რომ ის სამოქალაქო დანიშნულების იყო და არა სამხედრო. 

რონალდ რეიგანმა ირანს დიპლომატიური ნოტა გაუკეთა,ს ადაც ის მწუხარებას გამოხატავდა მომხდარი ტრაგედიის გამო. 

მხოლოდ 1996 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მხარეებმა ამ ტრაგედიაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკამ 1988 წლის 3 ივლისის ტრაგედია აღიარა როგორც საშინელი ადამიანური ტრაგედია დი გამოთქვა დიდი მწუხარება ადამიანების დაღუპვის გამო.  

და თუმცა, ამერიკამ არ აღიარა პასუხისმგებლობა, ის მაინც დათანხმდა გაეცა კომპენსაციები დაღუპულის ოჯახებისთვის. 



2001 წელი: Ту-154 - შავი ზღვა 

ავიაკომპანია „სიბირის“ კუთვნილი თვითმფრინავი Ту-154 თელ-ავივიდან ნოვოსიბირსკში მიფრინავდა, თუმცა,ა ფრენიდან საათსა და 45 წუთში შავ ზღვაში ჩავარდა. შედეგად, ყველა, 78 მგზავრი, დაიღუპა. მათ შორის, ძირითადად ისრაელის მოქალაქეები იყვნენ.  

სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის დასკვნით, თვითმფრინავი უნებურად ჩამოაგდეს ცეცხლსასროლი იარაღით С-200 - კომპლექსური საზენიტო რაკეტა, რომელიც უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის უწყებამ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსულ-უკრაინული სამხედრო წვრთნების დროს გაუშვა.

11 სექტემბრის ტერაქტის გამო, თავდაპირველად, ესეც ტერორისტული აქტი ეგონათ, უკრაინული მხარე მის მონაწილეობას ამ ტრაგედიაში ყოველნაირად უარყოფდა, თუმცა, კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კიევმა საკუთარი დანაშაული აღიარა. 

დაზარალებულების ოჯახებს (თითოს) უკრაინულმა მხარემ კომპენსაციის სახით 200 ათასი დოლარი გადაუხადა. ჯამში 7,8 მილიონი რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს, 7,5 მილიონი დოლარი -ისრაელის.  

კომპენსაციები გასცა, თუმცა, იურიდიულად პასუხისმგებლობა არ აიღო. 



2014 წელი: Boeing 777 - აღმოსავლეთ უკრაინა

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777- მა ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრების უმეტესობა ჰოლანდიის მოქალაქეები იყვნენ. გარდაიცვალა ასევე ავსტრალიის, მალაიზიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, კანადას, ინდონეზიის, გერმანიის, ახალი ზელანდიისა და ფილიპინების მოქალაქეები.


2015 წლის 13 ოქტომბერს, ნიდერლანდების უშიშროების საბჭოს კომისიამ, რომელიც ლაინერის ჩამოგდების მიზეზებზე მუშაობდა, გამოაქვეყნა მოხსენება. ამ დოკუმენტის თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს, რომელიც ადგილზე რუსმა მებრძოლებმა შეიტანეს, თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფდა.

ბოინგი დონეცკის რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

ექსპერტების დასკვნის შემდეგ, რუსეთს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს და ტრაგედიაში დაადანაშაულეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს, თავს დამნაშავედ არ გრძნობს და არც დასკვნას ენდობა. 










სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი