გიორგი ცუცქირიძე მშპ-ს ზრდაზე: ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
930 09 იანვარი 2020, 13:34
მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეკონომიკის დოქტორი გიორგი ცუცქირიძე გამოეხმაურა. 
საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება. ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ პოლიტიკური ოპონირების სურვილი ამოძრავებს, თეთრზე შავი თქვას და რეალური სურათი დაამახინჯოს. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის განცხადება, რომელიც მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა. პასუხი ტყუილზე # 1 - როდესაც ხაზარაძე ურცხვად ტყუოდა, ეტყობა, „გამორჩა“, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები 2019 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელა, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა - რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. შესაბამისად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების შედარება მხოლოდ ამ წყაროებზე დაყრდნობით, სანამ არ მოხდება მეთოდოლოგიური ცვლილების მონაცემებში ასახვა - არ არის მიზანშეწონილი. 
პასუხი ტყუილზე # 2 - ხაზარაძე თუ გულთმისანი არ არის, 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი „საქსტატს“ ჯერ არ დაუთვლია, ამდენად, 2019 წელს 2017 წელს ჩვენ ვერ შევადარებთ. მაგრამ ყველაზე კონსერვატიული დაშვებით, რომ მეოთხე კვარტალში მშპ-ს რეალური 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება (ოქტომბერში რეალური ზრდა 5.7%, ხოლო ნოემბერში 6.4% იყო) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2019 წელს 4696.4 აშშ. დოლარი იქნება. ვიმეორებ, საუბარია ყველაზე კონსერვატიულ სცენარზე და ამის მიხედვითაც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი იქნება 4696,4 აშშ დოლარი, რაც მეტია სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე - 4528 აშშ დოლარი, რომელიც შედარებადი არ არის მეთოდოლოგიური ცვლილების გამო. პასუხი ტყუილზე # 3 - საქართველო ეკონომიკური ზრდის საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, რეგიონში და ევროპაში პირველ ადგილზეა - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება, ხოლო ზრდის საშუალი მაჩვენებელი 4.9 პროცენტი იქნება, რაც აჭარბებს როგორც სომხეთის (4.6 პროცენტი), ასევე აზერბაიჯანის (2.2პროცენტი), უკრაინის (3.2 პროცენტი), თურქეთის (3.2 პროცენტი), რუსეთის (2.0 პროცენტი) და ბელარუსის (0.02 პროცენტი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. როგორც ჩანს, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში სასამართლო პროცესის გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრების და ფინანსური თაღლითობის ბრალდებით ედავება არც მეტი და არც ნაკლები 17 მილიონის ტრანსაქციას! პროცესის წაგების შიშით ხაზარაძე მისთვის დამახასიათებელი, მორიგი ახლა უკვე სასამართლოს ეზოში დადგმული იაფფასიანი პერფომანსებით გადაფარვას ცდილობს და წარმატებით აგრძელებს ნაცმოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის სიცრუეზე და დემაგოგიაზე აგებულ პოლიტიკას, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა. მაგრამ ესეც რომ მორიგი იაფფასიანი სპეკულაციაა, და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან მოყვანილი მაჩვენებლებითაც დასტურდება
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი