სოსო არჩვაძე: „ბიუჯეტის პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე ასპექტით იმსახურებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
941 03 ოქტომბერი 2019, 13:03

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე  2020 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს და ამბობს, რომ პროექტი რამდენიმე მიმართულებითაა ყურადსაღები.

2012 წლიდან ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფასი 1.4 მილიარდი ლარია, ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფასი 1.4 მილიარდი ლარია (2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე)!

 ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ სამი დღის წინ წარდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე ასპექტით იმსახურებს. ჯერ ერთი, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იქნება მასში გაკეთებული აქცენტები, წარმოდგენილი პრიორიტეტები, ეს დიდწილად განსაზღვრავს მოსახლეობის განწყობას და ელექტორალურ არჩევანს;  შესაბამისად, სოციალური მიმართულება ბიუჯეტის პროექტში კიდევ უფრო გაძლიერებულად და კომპლექსურადაა წარმოდგენილი. - ბიუჯეტის მთლიანი ზრდის ფონზე, უპირატესი ტემპით იზრდება ასიგნებანი სოციალური მიმართულებით (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა), სხვადასხვა კატეგორიების პირთა ხელფასები და საპენსიო უზრუნველყოფა; მეორე, სახელმწიფო ბიუჯეტი ინტერესს იმსახურებს იმითაც, რომ მასში პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საგადასახადო შემოსავლებმა უნდა გადააჭარბონ 10-მილიარდიან ზღვარს, რაც მკაფიოდ წარმოაჩენს არა მარტო ქვეყნის გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ საგადასახადო წესრიგისა და ადმინისტრირების საკმაოდ მაღალი დონესაც. ეს კი იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ მიმართულებებთან ერთად სახელმწიფომ განახორციელოს უფრო მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, დააფინანსოს ის ღონისძიებები, რომელთა შედეგად უფრო სრულად დაკმაყოფილდება მოსახლეობის ცხოვრების დონისა და პირობების ზრდის მოთხოვნილებები; მესამე, თავად წარმოდგენილი კანონპროექტი და მასში მოტანილი საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების პარამეტრები უნდა მივიჩნიოთ იმ მინიმალურ ათვლის წერტილად, რომელიც მრავალკვირიანი საბიუჯეტო განხილვებისა და მოსმენების შედეგად დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება რამდენიმე ასეული მილიონი ლარით.

როგორც წესი, საკანონმდებლო ორგანოში მესამე განხილვის შემდეგ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები მნიშვნელოვნად აჭარბებენ მთავრობის მიერ თავდაპირველად წარდგენილ ვარიანტს. ასე მაგალითად, მიმდინარე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებულმა ასიგნებებმა პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ ვარიანტს 432.1 მლნ. ლარით ანუ 3.8 პროცენტით გადააჭარბა. აქედან 180 მლნ. ლარით - სოციალურ ხარჯების (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) პირვანდელ ვარიანტს. ამ დღეებში, როდესაც აღინიშნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მორიგი წლისთავი, უპრიანია 2020 წლის პარამეტრების შედარება განხორციელდეს არა მარტო 2019 წლის, არამედ 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრებთანაც. რა თქმა უნდა, აბსოლუტური ციფრებით აპელირება აუცილებელია და ამას მედია-საშუალებებში წარმატებით ახორციელებენ პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც. მაგრამ რადგანაც ჩემი წერილი უფრო პუბლიცისტურია, ვიდრე ეკონომიკურ-მიმოხილვითი დატვირთვის, მსურს მკითხველთა ყურადღება მივაპყრო 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონფიგურაციაში 2012 წელთან შედარებით განხორციელებულ რამდენიმე არსებით ცვლილებას. 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება 56.3 პროცენტით, საგადასახადო შემოსავლები - 63.5 პროცენტით, მაშინ როდესაც ქვეყნის ნომინალური მშპ - 85.4 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო ტვირთი ქვეყანაში მცირდება - 2012 წლის დონის თანაფარდობა რომ ყოფილიყოს, 2020 წელს გადასახადის გადამხდელებს, ბიზნესს მოუწევდათ დაგეგმილთან შედარებით 1.4 მლრდ. მეტი ლარის გადახდა. ეს 1.4 მლრდ. ლარი - ფაქტობრივად ფულადი გამოსახულებაა, წლიური ფასია იმ ეკონომიკური თავისუფლებისა, რითაც ამჟამად სარგებლობს ბიზნესი საქართველოში. გავლილ წლებში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო რევერსი სოციალური საჭიროებების მიმათულებით. ასე მაგალითად, თავდაცვაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ასიგნებების ყოველ 100 ლარზე, ხარჯები ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დაცვაზე შეადგენდა: 2007 წელს - 53.9 ლარს, 2012 წელს - 99.1 ლარს, 2019 წელს - 272.7 ლარს, ხოლო 2020 წელს - მიაღწევს 282.0 ლარს.

 ანალოგიურად, ყოველ 100 ლარზე თავდაცვაზე გაღებულ ხარჯებზე ხარჯები განათლებაზე გაიზარდა 2007 წლის 30.5 ლარიდან 2019 წლის 152 ლარამდე და 2020 წლის 157.4 ლარამდე, ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს სტრატეგია აღებულია იქეთკენ, რომ ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში ძალისხმევა „ძალის არგუმენტიდან გადავიტანოთ არგუმენტის ძალაზე“. და ეს პროცესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება 2020 წელს. - 2020 წლის ასიგნებანი მხოლოდ განათლებაზე გადააჭარბებს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთელ საგადასახადო შემოსავლებს, ხოლო სოციალური ხარჯების (ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) მოცულობა - 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებს. მთლიანად, სოციალურ ხარჯებზე მიმართული იქნება საბიუჯეტო ასიგნებების 47.9 პროცენტი (2012 წ. – 32%). ეს რეკორდულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და აბსოლუტურ განზომილებაში 2.6-ჯერ (3.5 მლრდ. ლარით) აღემატება 2012 წლის დონეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ასიგნებებში 2012 წლის წილის შენარჩუნების შემთხვევაში სოციალური ხარჯების აბსოლუტური მოცულობა 2020 წლისთვის დაგეგმილზე 2.0 მილიარდი ლარით ნაკლები იქნებოდა. რა თქმა უნდა, 2020 წლის ბიუჯეტი ჯერაც შორსაა იდეალურისაგან, პირველ როგში, მისი სიდიდის გამო. - სასურველია, რომ რომ მისი მოცულობა იყოს გაცილებით მეტი, რათა უფრო სრულად იქ“, - აცხადებს  სოსო არჩვაძე.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი