497
21 აგვისტო 2021, 14:53
უმუშევარი დევიდ კრამერის სიცრუით გაჟღენთილ სტატიებს, რომელიც ახლახანს ,,გაპოლიტიკოსებული" ბათუ ქუთელიას ,,დანოსების" და პასკვილების საფუძველზე იწერება, დიდი ხანია ყურადღებას აღარავინ აქცევს ამერიკაში და აქ ტყუილად ნუ დაიხოკავთ სახეებს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, ამერიკასა და საქართვლოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა.
„უმუშევარი დევიდ კრამერის სიცრუით გაჟღენთილ სტატიებს, რომელიც ახლახანს ,,გაპოლიტიკოსებული" ბათუ ქუთელიას ,,დანოსების" და პასკვილების საფუძველზე იწერება, დიდი ხანია ყურადღებას აღარავინ აქცევს ამერიკაში და აქ ტყუილად ნუ დაიხოკავთ სახეებს . ამერიკასა და საქართვეოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, 30 000 000 დოლარის ჯაველინებს მხოლოდ მყარ და სტრატეგიულ პარტნიორებს აძლევენ, ორპარტიული მხარდაჭერა და მზარდი ფინანსური დახმარებაც მხოლოდ მეგობრობისა და ახლო თანამშრომლობის დემონსტრირებაა. ევროატლატიკური კურსი საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და მისი რაელიზებისთვის ,,ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |