438
21 აგვისტო 2021, 13:58
,,იან კელი და დევიდ კრამერი, რომ მიშას მიერ დაქირავებული ლობისტები არიან ეს იცის ყველამ, მაგრამ რატომ იქცევიან ისე, რომ საზოგადოებას დასავლეთი შეზიზღდეს? რატომ საუბრობენ ტყუილს? რატომ გვაბრალებენ იმას, რისიც არანაირი ნიშანი არ არსებობს?’’ ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია წერს, მისი თქმით, იან კელი და დევით კრამერი სააკაშვილის ლობისტები არიან, მაგრამ მათი ქმედებები დანაშაულია და მიზანმიმართული მტრობა.
,,2012 წლის შემდეგ რაც ხელისუფლებამ დასავლური კურსისთვის გააკეთა, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ. სულ რომ ყველაფერს თავი გავანებოთ, პირველად, კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული ჩვენი მომავალი, ჩვენი ევროპა!!!
ლობიზმი მესმის, მაგრამ საქართველოსთვის იმის დაბრალება რაც არასოდეს მოხდება, არის - დანაშაული და მიზანმიმართული მტრობა!!!’’ წერს facebook ზე ირაკლი ლატარია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |