ლაშა ბექაური - მადლობა სპორტსმენების დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
539 14 აგვისტო 2021, 22:25

მადლობა სპორტსმენების დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

ლაშა ბექაურის თქმით, ოლიმპიური მედლის ყველა მფლობელისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ძალიან სასიხარულოა.

„ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისათვის, რომ აფასებენ სპორტსმენებს. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს.

ოქროს მედლის მოგება ტრავმასთან ერთად გამიჭირდა, რადგან ოლიმპიადა იყო, მაგრამ მოგების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ტრავმა თითქმის ვერ ვიგრძენი“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,  სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მიიღეს ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები 250 000 ლარს, ოქროს მედლის მფლობელები კი  მილიონ  ლარს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი