შალვა პაპუაშვილი: აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე“ დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ISFED-ის ანგარიში გაჯერებული, ეს უკვე არც არავის უკვირს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
522 06 აგვისტო 2021, 18:51

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებას ეხმაურება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. აღქმებზე და „იმანამასუთხრაზე" დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს, მაგრამ ამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა - პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან - რომელმაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ უბნების 8%-ზე ბიულეტენების მეტობის მტკიცების სიყალბე დოკუმენტურად დაამტკიცა - სამართლიანი არჩევნების „დაბალი სტანდარტის მქონე“ სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოხსენიების წარმოჩენა, როგორც ამ ორგანიზაციაზე „ზეწოლა“.
ანუ, რა ვქნათ ახლა, ორგანიზაციაზე, რომელიც ერთი თვე პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს უმალავდა საზოგადოებას და რვა თვე მეტობით ოქმების სიას, უბოდიშოდ კრიტიკული აზრის გამოთქმაც აკრძალულია? საინტერესოა, ზოგს კრიტიკა ცალკარა რომ ჰგონია.

ISFED-მა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი