„ზედიზედ მესამე თვეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვს არ ჩამოსცილებია. 2021 წლის აპრილში, მაისში და ივნისში შესაბამისად 44.8, შემდეგ 25.8 და ბოლოს 18.7 პროცენტი დაფიქსირდა და მიუხედავად პირველი კვარტლის -4.5 პროცენტიანი ვარდნისა, წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო 12.7%-ს დაფიქსირდა. პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართლი პროდუქციის ექსპორტსაც,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.
„ჩვენს მთავარ გამოწვევად კვლავ კოვიდ-19 რჩება, რომელმაც წლის ბოლომდე შესაძლოა მნიშვნელოვნად დაგვაზიანოს თუ მის მიმართ შესაბამის სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ. დღეს ეკონომიკის წარმატება, ისევე როგორც შარშანაც, ჯანდაცვის ფრონტზე წყდება,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.