ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 29 ივლისი 2021, 12:34

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი და წონის პირველი ნომერი ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. ქართველმა ნახევარფინალური დაპირისპირება იაპონელ აარონ ვოლფტან ვაზარით დათმო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე რუსი ილიასოვა იქნება.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში მან ეგვიპტელი დარვაში გაფრთხილებებით დაამარცხა. მეოთხედფინალში კი კანადელ შადი ელნაჰასს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი