დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები გაიხსნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
759 23 ივლისი 2021, 08:43

 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით სწორედ იაპონიის დედაქალაქი უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიადა 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება, მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

ტოკიო-2020-ზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 34 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.  

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ შეჯიბრებებში 24 ივლისიდან ჩაებმებიან. 

ტოკიო-2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს.

"ოლიმპიური გახსნის სტარტი მოახლოვდა, ხვალ არის გახსნის ცერემონია, სადაც ბუნებრივია, საქართველო წარსდგება, ისევე, როგორც ოლიმპიადაში მონაწილე  206 ქვეყნის დელეგაცია და ზეგიდან იწყება ოლიმპიური ტურნირი, რომელშიც 5 სახეობაში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენები ჩაებმებიან. ოლიმპიურ შეჯიბრებაში საქართველოდან  სულ 34 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და ქართული სპორტის გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სულით და გულით გულშემატკივრობენ ქართულ დელეგაციას, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვექნება დიდი წარმატება, ყველა ერთად ამ დიდი იმედით ვეგებებით ოლიმპიურ თამაშებს", - ONGO-სთან საუბრისას განაცხადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ქართული მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი