ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
638 22 ივლისი 2021, 10:40

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი კიდევ ორ სპორტსმენს დაუდასტურდა. მედიის ცნობით, დაინფიცირებულები ნიდერლანდელი სკეიტბორდერი ქენდი ჯეიკობსი და ჩეხი მაგიდის ჩოგბურთელი პაველ სირუცეკი არიან, რომლებიც საკარანტინო სასტუმროში გადავიდნენ.

აღნიშნული ორი სპორტსმენის გარდა დღეს ვირუსი ოლიმპიურ სოფელში კიდევ ორ პირს, „ოლიმპიადასთან დაკავშირებულ პერსონალს“ დაუდასტურდა. ამ კატეგორიაში შედიან გუნდების მწვრთნელები და სხვა ოფიციალური პირები.

Associated Press-ის ცნობით, ოლიმპიურ სოფელში 1 ივლისიდან დღემდე კორონავირუსის 91 შემთხვევა გამოვლინდა. ამ რაოდენობაში არ შედიან ის სპორტსმენები, რომლებსაც ვირუსი შინ, ტოკიოში გამგზავრებამდე დაუდასტურდათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი