ლევან ნიკოლეიშვილი - ხომ არ გგონიათ, ხალხს დაავიწყდა, რატომ და რა ვითარებაში გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან გახარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
844 07 ივლისი 2021, 21:09
„უკაცრავად, ვისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო პანკისში ქვები, რომ დაუშინეს პოლიციას? ან მანამდე პოლიციის რამდენი თანამშრომელი გააგზავნეს მშენებლებისა და მშენებლობის დასაცავად? წინასწარ რა პრევენციული ზომები გაატარეთ? ვისი შსს მინისტრობის დროს იყო, რომ ნარკორეალიზატორების დაკავების ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ რუსთაველზე მიტინგი აზვირთდა და მერე შსს-ს მინისტრი სულ ბოდიშებს იხდიდა?" - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

 მისი თქმით, „გასაგებია, რომ ოპოზიციაში გადაბრძანდა ბატონი პრემიერყოფილი და უნდა, რომ კრიტიკული იყოს, მაგრამ იმას რასაც ის ამბობს, კრიტიკა არ გახლავთ, ამას სხვა რამე ჰქვია.

 „ისე ვიღაცა, რომ ამბობს-სახელმწიფო ჩამოშლილია და ეს რა უსუსურობა ვნახეო-ცხადია ინტერესდები, ვინ ამბობს ამას...მაგრამ, როცა შეხედავ და ამოიკითხავ ამ განცხადების ავტორი გიორგი გახარია, კი არ გეცინება, უბრალოდ გაკვირვებულს ძალიან მარტივი კითხვები გიჩნდება უკაცრავად, ვისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო პანკისში ქვები, რომ დაუშინეს პოლიციას? ან მანამდე პოლიციის რამდენი თანამშრომელი გააგზავნეს მშენებლებისა და მშენებლობის დასაცავად? წინასწარ რა პრევენციული ზომები გაატარეთ? ვისი შსს მინისტრობის დროს იყო, რომ ნარკორეალიზატორების დაკავების ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ რუსთაველზე მიტინგი აზვირთდა და მერე შსს-ს მინისტრი სულ ბოდიშებს იხდიდა? დაშვება და შემთხვევითობა ხომ მაგრად გიყვართ, და დაუშვათ მე არ ვაპირებ იმის გახსენებას თუ რატომ და რა ვითარებაში გადადგა პრემიერ-მინისტრობიდან გახარია, მაგრამ შემთხევიათ ხომ არ გგონიათ, რომ ხალხს დაავიწყდა ? გასაგებია, რომ ოპოზიციაში გადაბრძანდა ბატონი პრემიერყოფილი და უნდა, რომ კრიტიკული იყოს, მაგრამ იმას რასაც ის ამბობს, კრიტიკა არ გახლავთ, ამას სხვა რამე ჰქვია! ეს სხვა რამე კი ასე სწრაფად შეუთვისებია, სხვა ოპოზიციონერებისგან, რომ ხანდახან მგონია დიდი ხანია მათთან ერთად იყო, თუნდაც შემთხვევით, მაგრამ ალბათ იყო...დაუშვათ, შემთხვევით, უსუსურად“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ის გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი