რომელი ქვეყანა იგებს და რომელი აგებს ამ ყველაფრით? პასუხები მარტივია - იგებს რუსეთი, აგებს საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
701 06 ივლისი 2021, 21:00
„რომელი ქვეყანა იგებს და რომელი აგებს ამ ყველაფრით? პასუხები მარტივია: იგებს რუსეთი, აგებს საქართველო. ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს იყო და არის სცენარი - ე.წ. პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები- წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე Facebook-ია გვერდზე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს,  არჩევნებით და ბოიკოტით რა ამოცანის გადაჭრაც ვერ მოხერხდა, ცდილობენ ე.წ. პრაიდის გამოყენებით მიაღწიონ.

„ამ დღეების ამბებზე ერთ კითხვას დავსვამ: რომელი ქვეყანა იგებს და რომელი ქვეყანა აგებს ამ ყველაფრით? პასუხები მარტივია: იგებს რუსეთი, აგებს საქართველო.

მიზნები:
  • შიდა ქაოსის გამოწვევა;
  • საქართველო- დასავლეთის ურთიერთობების დაზიანება;
  • ხელისუფლების დაზიანება.

ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს იყო და არის სცენარი. ესაა ე.წ. პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები.

გავიმეორებ, რაც 30-ში, 1-ში და 4-ში დავწერე, ლგბტ პირები ფეხებზე ჰკიდიათ. ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს იყო და არის სცენარი. ესაა ე.წ. პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები საოცარ განცხადებებს ვუსმენდი დღეს. თავის დაორგანიზებულ პრაიდს ტენიან მთავრობას, ხელისუფლება პრაიდს ამოეფარა მედიის დასაშინებლადო. ხომ მაგარი აბსურდია?

სხვები ითვლიან რომელმა პარტიამ მოიგო და წააგო, რამდენი ხმა დაკარგა ოცნებამ, რამდენს მოიმატებს ყოფილი ოცნება, რა მოუვა პატარა პარტიებს და როგორ იხეირებს ენმ.

ახლა სხედან სტუდიებში და ოცნებობენ სანქციების დაწესებაზე ქვეყნისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის.

არჩევნებით და ბოიკოტით რა ამოცანის გადაჭრაც ვერ მოხერხდა, ცდილობენ ე.წ. პრაიდის გამოყენებით მიაღწიონ.

მთავარი ამოცანა წამოსცდა დღეს ერთ-ერთ პოლიტიკოსს, - ვერ მოხდეს 43%-ანი ბარიერის გადალახვა.

P.S.  ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წუხილს გამოთქვამს, რომ გუშინ უფრო მეტი შესძლეს. ნეტა რა იგულისხმა?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი