ხატია წილოსანი: ხორბლის მოსავლის აღების დაყოვნება შესაძლებელია, პირველ ეტაპზე კი ქერის აღება მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
871 26 ივნისი 2021, 14:32

პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ქერის აღება, ვინაიდან თავისებურებებიდან გამომდინარე ქერი არის უფრო მდგრადი კულტურა და აუცილებელია მისი უფრო სწრაფად აღება, რათა არ მოხდეს მარცვლეულის ჩაბნევა. რაც შეეხება ხორბალს, შესაძლებელია, რომ მისი დაყოვნება და მომდევნო ეტაპზე აღება მოხდეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მიმდინარეობს ქერის მასობრივი აღება, რასაც მოჰყვება ხორბლის აღება, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ხატია წილოსანმა განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„საკითხი, რომელიც უკავშირდება მოსავლის აღებას, კერძოდ კი ხორბლის და ქერის დროულად დაბინავებას ჩვენი ფერმერებისთვის, ნამდვილად დგას. ამისთვის მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შექმნილია შტაბი, რათა პროცესის სწორი მართვა შეუფერხებლად მოხდეს. მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით დაახლოებით 90 კომბაინი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და ერთი ამდენი, რომელიც კერძო საკუთრებაშია, აქტიურად არის ჩართული პროცესში. საქმე ისაა, რომ პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ქერის აღება, ვინაიდან თავისებურებებიდან გამომდინარე ქერი არის უფრო მდგრადი კულტურა და აუცილებელია მისი უფრო სწრაფად აღება, რათა არ მოხდეს მარცვლეულის ჩაბნევა. რაც შეეხება ხორბალს, შესაძლებელია, რომ მისი დაყოვნება და მომდევნო ეტაპზე აღება მოხდეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მიმდინარეობს ქერის მასობრივი აღება, რასაც მოჰყვება ხორბლის აღება“, - განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესი კახეთიდან იწყება და შემდეგ ქართლში გადაინაცვლებს.

​„მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს არასოდეს მიუტოვებია ფერმერები პრობლემების წინაშე და ამჯერადაც მაქსიმალური ჩართულობით იქნება შესაძლებელი, რომ ყველა ფერმერმა დროულად დააბინაოს მოსავალი. რაც შეეხება ტექნიკაზე მოთხოვნის ზრდას, ეს განპირობებულია ხორბლისა და ქერის მოსავლიანობის ზრდით. თუ ადრე ერთ ჰექტარზე ორი ტონა მოდიოდა, ახლა დაახლოებით 6-7 ტონა მოდის. ეს ტექნიკაზე დატვირთვას ზრდის. შეუძლებელია იმავე დროში 7 ტონის აღება, რაც 2 ტონას სჭირდებოდა. შარშან 6 მილიონი იყო გამოყოფილი მოსავლის ამღები ტექნოლოგიების თანადაფინანსების პროექტზე და 23 ახალი კომბაინი იყო შეძენილი კერძო სექტორის მიერ. ეს პროგრამა წელსაც გრძელდება და ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა იქნება როგორც ტექნიკაზე, ასევე ამ პროგრამაში ჩართვაზე. როდესაც ჩვენ წინა წლებში გარკვეული გამოწვევები გვქონდა ტექნიკასთან დაკავშირებით, გვქონდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და იქიდან შემოვიყვანეთ კომბაინები, რათა არ შეფერხებულიყო მოსავლის აღების პროცესი. ბუნებრივია, სახელმწიფო შეეცდება, სწორად მართოს პროცესები, თუმცა კერძო სექტორის ჩართულობა ასევე სახელმწიფოს ინტერესში“, - განაცხადა დეპუტატმა.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობა კომბაინების არასაკმარისი რაოდენობის გამო მოსავალს ვერ აბინავებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი