ოლიმპიური დღის აღსანიშნავად, ოლიმპიურ პარკში ჩატარდა ოლიმპიური გარბენი სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
754 23 ივნისი 2021, 15:03
23 ივნისს ოლიმპიური დღე აღინიშნება. თბილისში, საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიურ პარკში სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ოლიმპიური გარბენი სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის.
საუკეთესო სამეულს  გადაეცათ შესაბამისი ხარისხის მედლები და სერტიფიკატები, პირველს ადგილზე გასულს - სპეციალური თასი.
გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები მოსწავლეები, ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სკოლების წარმომადგენლები.
"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით საერთაშორისო ოლიმპიური დღე მივულოცო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულ თითოეულ ადამიანს - სპორტსმენებს, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მედიკოსებს, სპორტულ ჟურნალისტებს, მოხალისეებს, ყველას, ვინც სოლიდარულია ოლიმპიური ფასეულობებისა და თავისი წვლილი შეაქვს  მნიშვნელოვან საერთო საქმეში.

გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად,  მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც  ფართოდ აღნიშნავს ოლიმპიურ დღეს - თბილისში და რეგიონებშიც გაიმართება ოლიმპიური გარბენი და არაერთი სხვა საინტერესო და მასობრივი ღონისძიება, სეოკ-ის ოფისში კი საზეიმო მიღებაზე  ვიწვევთ ოლიმპიურ ლიცენზიანტებს, იუბილარ ოლიმპიელებს, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს. 

ნიშანდობლივია, რომ ზუსტად ერთი თვე რჩება ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე. 23 ივლისს ტოკიოს განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება თამაშების გახსნის ცერემონია და აინთება ოლიმპიური ცეცხლი, როგორც სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური ისტორია გრძელდება და ამ პროცესს წინ ვერაფერი  აღუდგება.

ერთ კვირაში დასრულდება სალიცენზიო ტურნირები, შესაბამისად - საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ფორმირების პროცესი. ჩვენ ბრძოლისუნარიანი გუნდით წარვსდგებით ამ ოლიმპიურ თამაშებზე  და დიდი იმედი გვაქვს, რომ ტოკიოდან კარგი შედეგებით დავბრუნდებით", - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი