653
14 ივნისი 2021, 18:23
მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია „მთავარ არხზე“ ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის მიუღებელია ცუდის ძიებით და კარგის არ დანახვით გაკეთებული სიუჟეტები.
ქორეოგრაფის აზრით, ჟურნალისტებმა მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ, როდესაც საქმე ასეთ სენსიტიურ საკითხს ეხება.
,,მე ვუყურებ მთავარ არხს! დიახ, სულ ვუყურებ, რადგან ისტორიიდან ვიცი, რომ სიმართლე ორ რადიკალურ აზრს შუა უნდა ეძებო, მაგრამ როცა ინფორმაცია ცუდის ძიებით და კარგის არ დანახვის რაკურსით მონტაჟდება და სხვა აზრს იძენს იქ მათ მიმართ პროტესტი მიჩნდება, არადა, ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს ამ არხზე. გთხოვთ, გამოიჩინეთ მეტი პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, ადამიანობა, როცა ამუშავებთ სიუჟეტებს, იყავით უფრო მოაზროვნე და კეთილგონიერები, რომ თქვენ, ჟურნალისტებო და ჩემო მეგობრებო და მოქალაქენო უფრო დაფასებული და ყველასთვის პატივსაცემი საზოგადოება იყოთ ’, - წერს თეა დარჩია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |