919
04 ივნისი 2021, 19:57
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ნათია მეზვრიშვილს ეხმიანება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს და ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას სახელმწიფოს სისუსტის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.
„ეს გაუგონარი არსება, ჯერ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, მერე გახარიას, ანუ შსს მინისტრის მოადგილე, მერე პრემიერის აპარატის უფროსი და ეს ყველაფერი ხდებოდა სულ რამდენიმე თვის წინ. ნაცები რომ უტიფრები არიან, ისინიც კი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელი ერიდებოდნენ მმართველი პარტიის კრიტიკას. აი, კონკრეტულად ამის უტიფრობას საზღვარი არ აქვს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |