618
29 მაისი 2021, 21:01
"ქამელეონი ყველა იცით, მაგრამ თუ არ გაგიგიათ პოლიტიკური ქამელეონის შესახებ, ან არ გინახავთ ის აქამდე, მაშინ გაგიმართლათ, ის თქვენ ნახეთ წერეთლის გამზირზე თავისივე პარტიის პრეზენტაციაზე", - ასე აფასებს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციას.
"გიორგი გახარია, რომელიც "ქართული ოცნების" ბიზნეს ომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შსს მინისტრი და პრემიერ მინისტრიც იყო, დღეს ამბობს, რომ გადაგდა პრემიერობიდან იმიტომ, რომ მისი მშობლიური პარტია "დაშორდა ხალხის პრობლემებს".
სხვა რამ მახსოვდა დღემდე, მეგონა გადადგა იმიტომ, რომ ნიკანორ მელიას დაჭერა საქართველოს დასავლეთთან დაახლოებას ხელს შეუშლიდა. თუმცა ის მაშინ შეცდა. დასავლეთი როგორც არასოდეს, ისე უჭერს მხარს საქართველოს სწორედ ეხლა.
გახარია კი დღეს ამტკიცებდა სრულიად სხვას. თუკი მმართველი გუნდი ხალხს დაშორდა, იქნებ ახსნას, "როდის დაშორდა", როცა ის ომბუდსმენი იყო, ეკონომიკის მინისტრი და ეკონომიკის აღორძინება ევალებოდა, მისი შსს მინისტრობის დროს, როცა მას კრიმინალთან ბრძოლა ებარა, თუ მან "ოცნება" "ხალხს დააშორა" თავისივე პრემიერობის დროს?
ბევრი კითხვები აქვს საზოგადოებას მისი მოღვაწეობის, მისი ახალი გუნდის ზოგიერთი წევრის და მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ამ კითხვებს დასვავს საზოგადოება და დავსვავ მეც.
სფეროების მიხედვით და უფრო კონკრეტულს!" - წერს ფწისბუქ გვერდზე ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |