„სადახლოს“ საბაჟოს ახალი ინფრასტრუქტურა - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
958 18 დეკემბერი 2019, 16:48
„სადახლოს“ საბაჟოს ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გაიხსნა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სტანდარტების აპარატურით არის აღჭურვილი და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის.

ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლების დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ. მათ ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ღონისძიების დასასრულს საბაჟო- გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 33 ძირი ფიჭვი დარგეს.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.

„თქვენი თვალით ნახეთ, რამდენად ხარისხიანად არის გაკეთებული სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი. ეს არის რიგით მეხუთე ადგილი, სადაც ამ დონის ინფრატრუქტურა მოეწყო და ხუთივე, პრაქტიკულად, ევროკავშირის დახმარებით გაკეთდა. 2 - თურქეთის საზღვარზე, ერთი - აზერბაიჯანის საზღვარზე, ერთი - ფოთის პორტის ზონაში და ეს პირველი ამ შემთხვევაში სომხეთის საზღვარზე. ეს გამშვები პუნქტი არის სრულად აღჭურვილი თანამედროვე მოწყობილობებით, რათა მოახდინონ ყველა ტიპის კონტროლი. 

პირველ რიგში, საუბარი არის ფიტოსანიტარულ კონტროლზე, ვეტერინარულ კონტროლზე, იქნება ეს ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი თუ იმპორტი. ასევე სხვადასხვა ტიპის პროდუქტები, მათ შორის, ყვავილების იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან და მისი შემოწმება მოხდა რაღაც ტიპის მავნებლებზე. ეს საბოლოო ჯამში ემსახურება, რომ უფრო უსაფრთხო პროდუქტი შემოვიდეს საქართველოში და არა მარტო საკვები პროდუქტი, არამედ ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც რაიმე საფრთხეს შეიძლება, შეიცავდეს, ასევე უსაფრთხო გავიდეს საქართველოდან. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როგორც ექსპირტიორი ქვეყნისა და ჩვენი მწარმოებლების რეპუტაცია დაცული იყოს“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი