912
25 მაისი 2021, 14:09
„სისტემამ, რომელმაც წლების განმავლობაში დერეგულაცია მოუწყო და დაჩეხა გარემოს დაცვითი კანონმდებლობა, ნამდვილად გადაიჩეხებოდა, რომ არა „ქართული ოცნება“ და რომ არა ის რეფორმები, რომელიც 2012 წლიდან გაკეთდა“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ძალიან ბევრი სადღეგრძელო მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ სისტემაში, მათ შორის, გარემოს დაცვითი კანონმდებლობის დერეგულაციას უწყობდნენ ხელს.
მინდა გავიხსენო ჩვენი კოლეგების წინასაარჩევნო პროგრამები. იქნებ მე ვერ ვიპოვე და სადმე წერია რაიმე გარემოს დაცვითი მიმართულების გაუმჯობესებაზე. ან იქნებ მე ვერ ვნახე სად წერია საზოგადოების მონაწილეობის მიღების ამაღლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სად წერია რაიმე კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე.
სისტემამ, რომელმაც წლების განმავლობაში დერეგულაცია მოუწყო და დაჩეხა გარემოს დაცვითი კანონმდებლობა, ნამდვილად გადაიჩეხებოდა, რომ არა „ქართული ოცნება“ და რომ არა ის რეფორმები, რომელიც 2012 წლიდან გაკეთდა.
ამ სისტემაში ძალიან დიდი ხანია ვარ და ძალიან ბევრი მავნე სამართლებრივი ცვლილებების მომსწრე ვარ, რომელიც ხორციელდებოდა.
როდესაც პირდაპირ ხდებოდა ჰესების გახსნა, არათუ დაანონსება, როდესაც არც გარემოს დაცვის შესახებ იყო დოკუმენტი მომზადებული და არც მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული.
ნამახვანჰესზე საუბრები და საჯარო განხილვები 2015 წლიდან მიმდინარეობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და როდესაც ჩვენი კოლეგები ამბობენ, რომ კომიტეტების სხდომებს ტელევიზიით ვუყურეთო, მეგობრებო, კომიტეტის სხდომებს უნდა დაესწროთ და უნდა მიიღოთ მონაწილეობა იმაში, რასაც სამართლებრივი რეფორმები ჰქვია.
ნამახვანჰესთან დაკავშირებით, არათუ უსმენს „ქართული ოცნება“ მოსახლეობას., არამედ კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, არაერთი საჯარო განხილვისა და მოსახლეობის დაახლოებით 30 მილიონიანი კომპენსაციის შემდგომ ტარდება უპრეცედენტო ჩართულობა, რომელსაც ვერ მომიყვანთ ევროკავშირის ფარგლებში, რომ მსგავსი, უკვე მომზადებული და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტების გადამოწმება ხდებოდეს. ასეთი რამ არ ხდება არც ევროპაში“,-განაცხადა მაია ბითაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |