გია ბარამიძე - საჭიროდ მიმაჩნია, საჯაროდ ვუთხრა სამადაშვილს რასაც მასზე ვფიქრობთ მე და ენმ-ს ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
748 22 აპრილი 2021, 17:50
გავიგე, ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია, საჯაროდ ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ მე და ენმ ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

 „სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია. მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.

რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია ჩვენი წევრების დიდმა ნაწლმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ს სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი.

ასე რომ ვფიქრობ ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოებიას და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის.

თუ საქართველოში მოქმედი 3 მთავარი არაქოცური ტელევიზია (მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა) გამოთქვამს სურვილს ამგვარი დისკუსია მოაწყოს, კარგი იქნება“, - წერს ბარამიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი