ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
882 13 დეკემბერი 2019, 11:26
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩის და გენერალური მდივნის რაფაელე პანიოცის  მიერ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის სახელზე გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, ბორჯომსა და ბაკურიანს მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის  კანდიდატი ქალაქების სტატუსი.

2020 წლის თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრებიან ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები.

სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული  ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC -ს უნდა წარუდგინოს  2020 წლის 31 ივლისამდე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი