818
19 აპრილი 2021, 23:18
'ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ფეისბუქ სტატუსით ეხმიანება.
"ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!
მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს!
ეს საქართველოს გამარჯვებაა!
კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!
განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!" - წერს მამუკა მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |