732
19 აპრილი 2021, 20:42
ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე. ჩვენ მთელი პროცესის მანძილზე ვასრულებდით ყველაზე კონსტრუქციულ როლს, რამაც საერთო წარმატება შესაძლებელი გახადა, - ფეისბუქ გვერდზე წერს რატი იონათამიშვილი.
"ვინც ოპოზიციიდან დოკუმენტზე მოაწერს ხელს, ის შესძლებს თვითგადარჩენას, მაგრამ ვინც გაემიჯნება, მას მოკავშირეებად მხოლოდ პანდემია და რუსეთის ფედერაცია დარჩება.
ჩვენთვის შეთანხმების მიღწევას ყოველთვის ქონდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, სააკაშვილმა კი ევროკავშირს და მთლიანად პროცესს დღესაც “ყველის ვაჭარი” უწოდა.
საზოგადოება კარგად ხედავს ჩვენს შორის არსებულ ღირებულებით სხვაობას. ჩვენთვის პროცენტებს არასდროს ქონია მნიშვნელობა, თვითმმართველობის არჩევნებშიც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ; აი, ნაციონალურ მოძრაობას კი, ძალიან გაუჭირდება შემოდგომამდე მისვლა.
ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის ერთგულებისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით დასავლურ სტრუქტურებს. წინ 2024 წელია!" - წერს რატი იონათამიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |