აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის. უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს. ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. ...და, როგორც, მათთვის გასაკვირად, აღმოაჩინეს, ბერას ცოლის მშობლები, თურმე, ისევ ჩვეულებრივი კორპუსის ბინაში ცხოვრობენ... ჰოდა, სიუჟეტი რაზე იყო? სამხრეთ კორეის საელჩოზე?
იმ მეორე სიუჟეტზე აღარაფერს ვიტყვი: რომელი ირაკლი რომელს აჯობებს. მუცლით მეზღაპრეობა, როგორც ჟურნალისტური მეინსტრიმი. ორჯერ“, - წერს პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |